აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატი წარადგინა.
ელჩის კანდიდატურას პრეზიდენტის წარდგინების შემდეგ აშშ-ის სენატი განიხილავს და ამტკიცებს.
რობინ დანიგენი ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.
მოქმედი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.