გელათი არის ჩვენი სამშობლო და ჩვენ ის უნდა შევინარჩუნოთ აუცილებლად, ეს არის ჩვენი პოზიცია, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სინოდის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სინოდის სხდომაზე გელათთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
“ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია და ვზრუნავთ”, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.