პენიტენციურმა სამსახურმა ამ კადრების ჩვენებით დაარღვია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი და ამაზე დღესვე მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრების კომენტირებისას განაცხადა.
“ევროპარლამენტი ემზადება რეზოლუციისთვის, რომელიც იქნება საკმაოდ მკაცრი. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების “ქართული რეზოლუცია” – რეზოლუციას პასუხობენ რეზოლუციით.
მე რაც ვნახე იქ დაჩქარებული კადრებიცაა, როცა სააკაშვილი გადაადგილდება, ლამისაა დარბოდა და ამით აჩვენეს, რომ როცა სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩაერთო, სინამდვილეში ცუდად კი არაა, კარგადაა და გადაადგილდება”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.