spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – ვფიქრობ, ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება, ერთადერთი ის არის, რამდენად მოესწრება ჩემი შვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

 

“ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მიიღო მონაწილეობა რეზოლუციის მიღებაში. ძალიან კარგია, რომ აფასებენ იმ წვლილს, რომელიც ჩემმა შვილმა შეიტანა საქართველოს დაახლოებაში ევროპასთან. ვფიქრობ, ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება, უკრაინა გაიმარჯვებს, მსოფლიოში შეიქმნება ახალი უსაფრთხოების წესრიგი და ერთადერთი ის არის, რამდენად მოესწრება ჩემი შვილი ამ ყველაფერს. 

 

უზნეოა ყველანაირი კადრი, რომელიც ცდილობს აჩვენოს, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელია, იმიტომ, რომ ადამიანი დარჩა ცარიელი ძვალი და ტყავი”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები