spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დანილოვი – რუსეთი მორიგ მასირებულ თავდასხმას ამზადებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთი ომის დაწყების წლისთავზე ბახმუტის დაკავებას ცდილობს.

 

“პუტინს დაპირდნენ, რომ ამ ქალაქს მის დაბადების დღეზე 7 ოქტომბერს აჩუქებდნენ. ეს არ მოხდა, სხვა რაღაც მოხდა ყირიმში. პუტინმა გაანადგურა და ანადგურებს რუსეთს. ისინი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ ამას, პუტინს სურდა ახალი იმპერიის აშენება, მაგრამ ანადგურებს მას”, – განაცხადა დანილოვმა.

 

მისივე თქმით, რუსეთის მორიგ მასირებულ თავდასხმას ამზადებს, რომელიც შესაძლოა, 23-24 თებერვალს განხორციელდეს.

 

“ისინი ემზადებიან და ეცდებიან, სწორედ 23-24 თებერვალს განახორციელონ მასირებული თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა. ამას მშვიდად უნდა მივუდგეთ, მეტიც, ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

 

ჩვენ ვიცით, რას წარმოადგენს მსგავსი თავდასხმები, როდესაც უკრაინის მიმართულებით მიფრინავდა 115-120 რაკეტა, გავუმკლავდებით ამ დღესაც“, – განაცხადა დანილოვმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები