spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჭიათურის მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე დიდთოვლობაა. 

 

მუნიციპალიტეტში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

 

სამუშაო პროცესში აქტიურად არის ჩართული სპეციალური ტექნიკა. ამ დროისთვის  მუნიციპალიტეტის მასშტაბით 8 ერთეული ტექნიკა მუშაობს. 

 

გზების გაწმენდით სამუშაოებს  დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის  მერი სამსახურებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 

გივი მოდებაძე ყველა იმ ლოკაციაზე იმყოფებოდა, სადაც გზის საფარის გაწმენდა მიმდინარეობდა. მუნიციპალიტეტის პირველმა  პირმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს  არსებული სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი დავალებები მისცა.

 

ჭიათურაში ინტენსიური თოვა ამჟამადაც გრძელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები