spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – მოგიწევთ თქვენი შვილებისთვის თვალებში ჩახედვა და პასუხის გაცემა, როგორ იყავით მოღალატის გვერდით

ჩვენ გამოვხატავთ საქართველოს მოქალაქეების 80 პროცენტის აზრს, ვისაც არ უნდა რუსეთი და ვისაც უნდა ევროპა. სულ რომ ერთმა ადამიანმა თქვათ ეს ჭეშმარიტება, არ შეგეშინდეთ სიმართლის თქმის, არ დაგაკომპლექსოთ მართლა ვირეშმაკებმა, რუსულმა პროპაგანდამ, უსაქმურმა ადამიანებმა, რომლებსაც მხოლოდ კრიტიკა და ლანძღვა შეუძლიათ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე განაცხადა. 

 

“გამოდით ყოველდღიურად და იბრძოლეთ ჩვენთან ერთად, ჩვენს მაგარ მეომრებთან ერთად, ქედელებთან, სენაკელებთან, ხაშურელებთან, რუსთაველებთან, ქუთაისელებთან, მცხეთელებთან, თბილისელებთან ერთად. გამოდით და ყველამ ერთად დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა რუსული კლანჭებიდან.
ჩემო ძვირფასებო, არაფრის მეშინია თქვენთან ერთად. არაფერზე დავიხევ უკან თქვენთან ერთად. არაფრის კომპლექსი არ მაქვს თქვენთან ერთად და ვიბრძოლებ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი არ იქნება გარანტირებული,  ვიდრე პუტინის ტყვე პრეზიდენტი სააკაშვილი არ იქნება დახსნილი და სანამ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი არ იქნება უზრუნველყოფილი.

 

მინდა, ერთი გაფრთხილება მივცე რუსულ რეჟიმს, რუსულ მთავრობას, მოღალატე პარტიას, ევროკავშირმა დაწერა ისტორია და რომ გავა წლები, “ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრებს, პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს მოგიწევთ თქვენი შვილებისთვის თვალებში ჩახედვა და პასუხის გაცემა, როგორ იყავით მოღალატის გვერდით. არავინ იფიქროთ, რომ ეს ისტორია წაიშლება, არავინ იფიქროთ, რომ ვინმეს რამე დაავიწყდება. შეიძლება, ახლა ვერ გრძნობთ შავი, დაბურული ჯიპებიდან, აშენებული სასახლეებიდან, ვილებიდან, ვერ გრძნობთ და ვერ ხედავთ, არ გესმით, მაგრამ იცოდეთ, ისტორია ამ ყველაფერს შეაფასებს და თქვენ დაგარქმევთ მოღალატეებს, რუსებს, ბოროტების მსახურებს და ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი, რასაც ჩადიხართ საქართველოს სახელმწიფოს წინაშე.

 

პროტესტი არსად წასულა, პროტესტი არის ხალხში, პროტესტი არის დაგროვილი, ხალხმა იცის, რომ გვჭირდება, მოქმედება, ერთობა და ახლა გვაკვირდება გამადიდებელი შუშით, აბა, თუ შუძლიათ ბოლომდე ბრძოლა, თუ შეუძლიათ, ხელები არ ჩამოუშვან, ეს საქმე მიიყვანონ ბოლომდე. მინდა, თითოეულ თქვენგანს მივცე პირობა და ამას ვაკეთებ ყველგან, სადაც ჩავდივარ, ხუთ, ათ, ას, ათას ადამიანთან, ვისთანაც მაქვს შეხება, ვარწმუნებ, რომ ეს არის უკომპრომისო და საბოლოო ბრძოლა გამარჯვებამდე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები