spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – შეწყდება ბოიკოტი და ჩავერთვებით განხილვაში

აგენტების კანონთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის მსჯელობა, რომ ჩავერთვებით ამ პროექტის განხილვაში და შევეცდებით, წარმოვაჩინოთ ამ კანონის მავნებლური ანტიდასავლური ხასიათი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

 

“კანონპროექტი, რომელიც ახალი შემოტანილია, მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და ა.შ. არის უპირველესად ანტიევროპული კანონპროექტი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად ბოიკოტისა, ფიქრობს და აქტიურად განიხილება საკითხი, რომ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მოგვიწევს საპარლამენტო დებატებში ჩართვა, რადგან ეს არის ქვეყნის დასავლური კურსის გადამწყვეტი საკითხი. ეს არის ანტიევროპული კანონპროექტი და ამის მიღების შემთხვევაში, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს აგენტებად ვაცხადებთ. 

 

აგენტების კანონთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის მსჯელობა, რომ ჩავერთვებით ამ პროექტის განხილვაში და შევეცდებით, წარმოვაჩინოთ ამ კანონის მავნებლური ანტიდასავლური ხასიათი. შეწყდება ბოიკოტი და ჩავერთვებით განხილვაში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები