spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბელგიის მიგრანტთა დაკავების ცენტრში 40 წლის ქართველი გარდაიცვალა

ბელგიაში, მიგრანტების დაკავების ცენტრში 40 წლის ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც შიმშილობდა.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი თავშესაფრის მიღებას და საფრანგეთში დაბრუნებას ცდილობდა, სადაც მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, თუმცა საფრანგეთის შესაბამისი უწყებები ამის უფლებას არ აძლევდნენ, რის გამოც ის ბოლო 3 კვირის განმავლობაში პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავდა და სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

 

მედიის ცნობით, ანტვერპენის მახლობლად, მერკსპლასში, მიგრანტების დაკავების ცენტრში მამაკაცის გარდაცვალებამ მნიშვნელოვანი არეულობა გამოიწვია და პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. 

 

მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები