spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ჯვრის მონასტერი ასევე ინგრევა ივანიშვილისა და წულუკიანის ხელში, ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გელათის მსგავსად ჯვრის მონასტერშიც მძიმე მდგომარეობაა.

 

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მზად არის, ამ შემთხვევაშიც სპეციალისტები ჩამოიყვანონ და ფინანსური კუთხითაც ყველაფერი თავად უზრუნველყონ. 

 

“ყველამ კარგად ვიცით გელათში განვითარებული მოვლენები, რომ ჯალათეა ანგრევს და ანადგურებს გელათს. ჩვენი შეთავაზებაც იცით, მზად ვართ, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ, უზრუნველვყოთ მათ შორის ფინანსურადაც, რომ რაც დარჩენილი ის მაინც არ განადგურდეს. 

 

ახლა ვიმყოფებით ჯვრის მონასტერში, რომელიც ასევე ინგრევა ივანიშვილისა და წულუკიანის ხელში. ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები – რუსული წარწერები ჯვრის მონასტერში. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეს ეხება და სამწუხაროდ, უპირველესად ეს ეხება ჯალათეას, რომელიც მინისტრია და გაჩერებული აქვს ის ფინანსები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მონასტრის რეაბილიტაცია, ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად ჩატარდეს რეაბილიტაცია. ამერიკელებმა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ამაში ასიათასობით დოლარი ჩადეს, რომ რეაბილიტაცია მოხდეს, მაგრამ წულუკიანს ეს ფინანსები აქვს შეჩერებული. ერთი ხელის მოწერით შეუძლიათ დაიწყონ აქ საქმიანობა, თუმცა, სამწუხაროდ, ამას არ აკეთებს ხელისუფლება.  ამ შემთხვევაშიც პროფესიონალებთან ერთად ვთავაზობთ დახმარებას, პროფესიონალების ჩართვას და თუ საჭიროა, ნებისმიერი ფორმით ჩვენს თანამონაწილეობას” ,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები