“ფიფამ” გასულ ღამეს 2022 წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინა.
2022 წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, წლის საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი ლიონელ სკალონი, ხოლო საუკეთესო მეკარის ჯილდო ემილიანო მარტინესს ერგო, ამ კატეგორიებში მსოფლიო ჩემპიონებმა კონკურენტებს არაფერი დაუთმეს.
რაც შეეხება ქალთა ფეხბურთს, საკეთესო მოთამაშედ ესპანელი ალექსია პუტელიასი დასახელდა, ხოლო მწვრთნელად სალინა ვიგმანი, რომელმაც ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა. საუკეთესო მეკარე კი ინგლისელი მარი ერპსი გახდა.
ფიფამ ასევე გასული წლის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, ის ასე გამოიყურება:
მეკარე: ტიბო კურტუა
მცველები: ჟოაო კანსელო, აშრაფ ჰაკიმი, ვირჯილ ვან დაიკი.
ნახევარმცველები: კაზემირო, კევინ დე ბრუინი, ლუკა მოდრიჩი.
თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა, ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი