spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნედ პრაისი – მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

ინიცირებული კანონპროექტი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც სურთ შექმნან უკეთესი მომავალი მათი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის მისი შესაძლო შედეგების გამო. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობასთან. ინიცირებული კანონპროექტი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც მოწოდებულები არიან, შექმნან უკეთესი მომავალი მათი საზოგადოებისთვის.

 

ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობამ ასე ნათლად გამოხატა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. 

 

განცხადებები, რომ ეს კანონმდებლობა ეფუძნება ჩვენს საკუთარ “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს“, აშკარად ყალბია. სინამდვილეში კანონმდებლობას, რომელსაც ვკითხულობთ, როგორც ჩანს, აქვს ფესვები ანალოგიურ რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაში და არა ამერიკულ კანონმდებლობაში”, – განაცხადა ნედ პრაისმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები