spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ლევან იოსელიანს ჩემი ხმა ექნება

ლევან იოსელიანს ჩემი ხმა ექნება, რადგან პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ყველაზე მისაღები კანდიდატია. ვფიქრობ, რომ მის წინააღმდეგ არგუმენტი “ქართულ ოცნებასაც“ არ ექნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

 

“ლევან იოსელიანი პრინციპული იყო საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხზე 5 ივლისთან დაკავშირებით. ლევანი ადამიანის უფლებებში ერკვევა და მხარს უჭერს ქალთა უფლებების დაცვას. ასევე, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების ცვლილებაზე და ა.შ. 

 

12 პუნქტიდან ერთ-ერთი ვალდებულების შესრულება სასიცოცხლო საკითხია და ამ შემთხვევაში ადეკვატური კანდიდატია“, – განაცხადა კორძაიამ.

 

ალეკო ელისაშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატად დღეს ლევან იოსელიანი წარადგინა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები