“რუსულ ოცნებას” დაევალა, გაასამართლოს ჩვენი ჯარისკაცები, ოფიცრები, გენერლები, სერჟანტები ე.წ. “სასამართლოს” მეშვეობით, რადგან ივანიშვილს, კობახიძეს, მდინარაძეს ეზიზღებათ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, გმირები და მათი დევნით არიან დაკავებულები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთთან ერთად ჰააგაში სასამართლო მოღალატეობრივმა “ოცნებამაც” წააგო.
“რუსული ხელისუფლება საქართველოში ახორციელებს საბოტაჟს ევროპული მომავლისთვის. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ არ მივიღოთ სტატუსი. საბოტაჟი მოახდინონ ევროკავშირის სტატუსზე და შესაბამისად შემოიტანეს რუსული კანონი, ემსახურება იმას, რომ არ მივიღოთ ევროკავშირის სტატუსი.
ის, რაზეც ახლა იწყებენ საუბარს, ჩვენს ჯარისკაცებზე, ოფიცრებზე, გენერლებზე თავდასხმას, ესეც კრემლის, მკვლელი პუტინის ინტერესებს ემსახურება და ისინი გააკეთებენ ყველაფერს, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობით, წამებითა და არასათანადო მოპყრობით გააკეთეს, ისევე როგორც ნიკა გვარამიას მიზანმიმართული დაკავებით გააკეთეს, სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე ერთი კვირით ადრე.
ახლაც როგორც კი ახლოვდება, ევროკავშირის მხრიდან სტატუსის მინიჭების საკითხი, ისინი მაშინვე ესხმიან თავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას, დასავლელ და ევროპელ პარტნიორებს და მაშინვე კრემლის პროპაგანდა იქოქება.
მოღალატეობრივმა “ოცნებამაც” წააგო ჰააგაში სასამართლო, როცა საქართველო სრულად გამართლდა 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ახლა უკვე ჯერი არის ჩვენზე, ქართველ ხალხზე, ჩვენ უნდა დავიხსნათ ოლიგარქის კლანჭებისგან საქართველო – მე, ჩემი მეგობრები, ჩვენი გუნდი მზად ვართ ამ ბრძოლის ბოლომდე მისაყვანად”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.