უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან ბრძოლებში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ქვედანაყოფების უმეტესი ნაწილი გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
“რუსები იძულებული არიან შეცვალონ “ვაგნერელები” რუსული არმის სამხედროებით, რადგან “ვაგნერის” ქვედანაყოფების უმეტესობა გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. ისინი იძულებული არიან, ახლა ეს გააკეთონ”, – განაცხადა მალიარმა.
მისი თქმით, რეგულარული რუსული ჯარები დემოტივირებულია, განსხვავებით “ვაგნერელებისგან”, რომლებიც საომარი მოქმედებებში მონაწილეობისთვის ფულს იღებენ.
მალიარის თქმით, ბახმუტში ვითარება კვლავ რთული და დაძაბულია.
“მტერი რიცხოვნობით აღემატება უკრაინელ დამცველებს, მაგრამ დამპყრობლების დანაკარგები გაცილებით მეტია”, – აღნიშნა მალიარმა.