spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ჩვენ ვპირდებით საქართველოს მოქალაქეებს, რომ უფასო კვებას მიიღებს 580 ათასი ბავშვი სკოლაში

ევროკავშირში შესვლის პარალელურად, ჩვენ ვპირდებით საქართველოს მოქალაქეებს, რომ უფასო კვებას მიიღებს 580 ათასი ბავშვი სკოლაში. ასევე, ყველა პირველ ახალშობილზე ოჯახს მიეცემა 6 ათას ლარიანი დახმარება წელიწადში, –  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში მნიშვნელოვანია, რომ ოჯახები ერთმანეთისგან შორს სამსახურის გამო, არ იყვნენ.

“ევროკავშირში შესვლის პარალელურად, ჩვენ ვპირდებით საქართველოს მოქალაქეებს, რომ უფასო კვებას მიიღებს 580 ათასი ბავშვი სკოლაში. ასევე, ყველა პირველ ახალშობილზე ოჯახს მიეცემა 6 ათას ლარიანი დახმარება წელიწადში, ანუ, 500 ლარი თვეში. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ყველა მეორე შვილზე სახელმწიფო გადაიხდის 100 ლარს ყველა ოჯახისთვის. ყველა მესამე ბავშვზე ოჯახს ჩვენ დავეხმარებით 1500 ლარით ყოველთვიურად.

მნიშვნელოვანია ძლიერი ოჯახები საქართველოში. მეუღლეები არ უნდა იყვნენ დაშორებულები ათი ათასობით კილომეტრებით, ოჯახებს ერთმანეთის მონატრებაში სული არ უნდა ძვრებოდეთ”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები