spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – არსებობს ერთადერთი გზა, ეს არის თქვენი ხმა, თქვენი პროტესტის ხმა ისმოდეს ხმამაღლა

მინდა, მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც წლებია, სარგებლობენ დასავლური გრანტებით და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, იმისთვის, რომ რუსულმა ოცნებამ უკან დაიხიოს და ეს კანონი არ მიიღოს, არსებობს ერთადერთი გზა, ეს არის თქვენი ხმა, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“რუსულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტში დააინიცირა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომლის მთავარი მიზანი არის არა მხოლოდ თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ამ ქვეყანაში, არამედ საარსებო მინიმუმის მოსპობა საქართველოს ათასობით მოქალაქისთვის, რომლებიც სწორედ დასავლური გრანტების და დონორი ორგანიზაციების წყალობით არიან მცირე და საშუალო ბიზნესში. დასავლური გრანტებით და დონორი ორგანიზაციებით ამ ქვეყანაში ფინანსდება უამრავი სფერო, ფინანსდებიან მეფუტკრეები, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები, ხელნაკეთი და კერძო საამქროები, საცხობები, სილამაზის სალონები, ფაქტობრივად არ არის სფერო, სადაც მათი დახმარებით არ ხდება ხელშეწყობა ადამიანების მცირე და საშუალო ბიზნესში. დასავლური გრანტებით აშენდა არაერთი სკოლა, ბაღი, სოფლის გზები, ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა. 

 

ამიტომ, მინდა, მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც წლებია, სარგებლობენ დასავლური გრანტებით და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, იმისთვის, რომ რუსულმა ოცნებამ უკან დაიხიოს და ეს კანონი არ მიიღოს, არსებობს ერთადერთი გზა, ეს არის ის, რომ თქვენი ხმა, თქვენი პროტესტის ხმა ისმოდეს ხმამაღლა, რადგან ვერც ერთი ცალკე აღებული პარტია, პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ შეძლებს უკან დაახევინოს რუსულ ოცნებას. 

 

ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ თქვენს პროტესტს, ნებისმიერი ფორმით გამოხატულს, მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ თითოეულ თქვენგანს, რომ ყველამ ერთად შევძლოთ ამ რუსული კანონის შეჩერება, რადგან ამ კანონის მიღება ნიშნავს არა მხოლოდ თქვენს შეურაცხყოფას, არამედ იმას, რომ არც ერთი დონორი ორგანიზაცია და დასავლური გრანტი ამ ქვეყანაში არ იქნება“, – განაცხადა წითლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები