spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კელი დეგნანი – მაინტერესებს, რა არის ამ კანონის მიღების ნამდვილი მიზანი და მიზეზი, რა დგას იმის უკან, რაც საქართველოს არ სჭირდება

ცხადია, რომ საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება, ეს ვერსიაც კი, ასევე ცხადია, რომ ვინც ხმას მისცემს ამ პროექტს, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა “ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი აზრით, საინტერესოა, რა მიზანს ემსახურება ისეთი კანონის მიღება, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს  საფრთხეში ჩააგდებს.

 

“მთავარი შეკითხვა ისაა, რა არის საქართველოს ინტერესებში. ვერსიას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია სჭირდება თუ არა ქვეყანას ეს კანონი, რადგან ეს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს. საქართველოს ბევრმა მეგობარმა მსოფლიოს გარშემო ევროპულმა საბჭომ, გაერომ, ევროკავშირმა და ამერიკამ არაერთხელ მოუწოდეს მთავრობას და პარლამენტს არ მიიღონ ეს კანონი, ეს ინიციატივა შეაფერხებს იმ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების მუშაობას, ვინც ქართველების დახმარებას ცდილობს და საერთო მიზნებზე მუშაობენ, მიზნებზე, რომელიც მომავალს ემსახურება. 

 

ეს საქართველოს არ სჭირდება, მაინტერესებს, რატომ ხდება ეს, რა არის ამ კანონის მიღების ნამდვილი მიზანი და მიზეზი, რა დგას იმის უკან, რაც საქართველოს არ სჭირდება და რაც საფრთხეში ჩააგდებს იმ ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ერის არჩევანია”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები