spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ნაციონალური მოძრაობა” “საქართველოში რუსული გავლენის აგენტების რეესტრს” ქმნის

“ნაციონალური მოძრაობა” “საქართველოში რუსული გავლენის აგენტების რეესტრს” ქმნის, – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

 

“პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“, სადაც შეყვანილი იქნება ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ფინანსდება რუსეთის მიერ და მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს წარმოადგენს რუსული გავლენების გაზრდა საქართველოში.

 

მივმართავთ საერთაშორისო სტრუქტურებს და მოვუწოდებთ, საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული ურთიერთობისთვის შექმნილი მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არსებულ იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონს, შეუჩერდეთ საპარლამენტო დელეგაციის წევრობა, მათ შორის: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (EURONEST PA), დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის საპარლამენტო ასამბლეის (GUAM PA), ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები