spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინამ კიდევ 17 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

დღეს შესაძლებელი გახდა დაღუპული დამცველების ცხედრების უკრაინაში დაბრუნება, საუბარია 17 სამხედრო მოსამსახურეზე, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

 

“რეინტეგრაციის სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომისრის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, დღეს შესაძლებელი გახდა უკრაინის 17 დაღუპული დამცველის ცხედრის დაბრუნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

დღემდე უკრაინამ 1426 დამცველის ცხედარი დაიბრუნა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაცვლა 2 თებერვალს მოხდა, როდესაც უკრაინას 150 სამხედროს ცხედარი გადაეცა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები