ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის თავმჯდომარეობით ფოთის საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში ეპარქიის სამღვდელოების კრება გაიმართა. პირველი სხდომა 24 თებერვალს ჩატარდა.
ეპარქიის ინფორმაციით, კრებამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული არაერთი საკითხი; მათ შორის:
– დიდმარხვის პერიოდში სამრევლოებში განსახორციელებელი მსახურებები;
– სამრევლოებში არსებული მდგომარეობა და სამღვდელოების ოჯახების სოციალური პრობლემები;
– მრევლთან ინტენსიური ურთიერთობის მნიშვნელობა და სოციალურ ქსელში სამრევლოების აქტივობების სისტემური მოწესრიგება;
– საქართველოში მომძლავრებული ანტიდასავლური პროპაგანდის ანტისახელმწიფოებრივი (ანტიკონსტიტუციური) ხასიათი;ასევე დისკუსიები გაიმართა და საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა:
– სამხედრო სავალდებულო სამსახურში მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შესაძლო გაწვევა-არგაწვევის შესახება;
– სამღვდელოების ოჯახებთან ურთიერთობის საეპარქიო სამსახურის შექმნის საჭიროების შესახებ;სამღვდელოებას დაევალა
– აქტუალურ და პრობლემურ საკითხთა მომზადება და წარმოდგენა შემდგომი საეპარქიო კრების დღის წესრიგის მოსამზადებლად;