spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ვხედავთ საფრთხეს, რომ “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მეშვეობით რეპრესიები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება და შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს”

ეროვნული მუზეუმიდან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან გათავისუფლებული თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ.

 

“რეპრესირებულები, მასობრივი რეპრესიების წინააღმდეგ

 

ჩვენ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან განდევნილი ადამიანები, ვისაც წაგვერთვა პროფესიული საქმიანობის უფლება, ვინც საკუთარ თავზე ვიწვნიეთ სახელმწიფოსგან მართული ცილისწამების და დევნის კამპანია, ვხედავთ საფრთხეს, რომ “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მეშვეობით რეპრესიები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება და შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. 

 

ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომელშიც გაცხადებულია საქართველოს მოქალაქეების სურვილი ევროინტეგრაციის შესახებ; ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, სიტყვის თავისუფლების თუ სხვა ფუნდამენტურ უფლებებს; ეს კანონი გულისხმობს რკინის ფარდით საქართველოს იზოლირებას ცივილიზებული სამყაროსგან; ეს კანონი ემსახურება საქართველოში პუტინის რუსეთის ავტოკრატიული მოდელის დამკვიდრებას. ჩვენ პატივს ვცემთ კანონის უზენაესობას და თანასწორობას კანონის წინაშე. ოღონდ, დემოკრატიული და არა ავტორიტარული კანონებისა.

 

თავისუფლება ადამიანის უმთავრესი ფასეულობაა. თავისუფალი ადამიანები ქმნიან თავისუფალ ქვეყანას. მხოლოდ თავისუფალი ქვეყანა იძლევა ღირსეული ცხოვრების, ღირსეული ახალგაზრდობის და ღირსეული სიბერის შესაძლებლობას.ჩვენ გვინდა თავისუფალი, გამარჯვებული და ევროპული საქართველო. ამიტომ ვეწინააღმდეგებით კანონს, რომელიც არა წინ, თავისუფალი მომავლისკენ, არამედ უკან, მონური წარსულისკენ წაგვიყვანს”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

 

1. იულონ გაგოშიძე

2. თინა ქუთელია

3. ნინო ჯაყელი

4. დინარა ვაჩნაძე

5. ეკა კიკნაძე 

6. ნინო ხუნდაძე

7. ნანა ბურჭულაძე

8. ლიკა მამაცაშვილი

9. მარიამ გველესიანი

10. შალვა ლეჟავა

11. ირმა მანაგაძე

12. დავით ნიორაძე

13. თემურ ქანთარია-ჯაბადარი

14. ანა მგელაძე

15. მაია პატარიძე

16. გიორგი გაგოშიძე

17. ნათია ხულუზაური

18. თემურ შარიქაძე

19. გიორგი ფარცხალაძე

20. ნიკი ბაქანიძე

21. მამუკა საღარაძე 

22. ეკა კაჭარავა 

23. ეკა თაბუკაშვილი

24. ანა შეროზია

25. ირმა დოლიძე

26. მანანა ნიქაბაძე

27. ხათუნა ხარატიშვილი

28. ნანა კვიციანი

29. გიორგი ჯამბურია

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid02c9Qdt2fAA6vGjXLot2KiW5UC3c5KfxfY2oQpk186ZZGtNGWbNJFqfxcSJZoSVRWHl%26id%3D100006262726986&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”588″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები