spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – დღეს ამ პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება

დღეს ამ პოლიციურ გარემოში, სადაც წარმოუდგენელი რაოდენობის სპეცსამსახურების თანამშრომლები დგანან, ისინი იღებენ რუსულ კანონს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

 

“დღეს ამ პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამას ასრულებს გადასარევად. ანრი ოხანაშვილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ სიმშვიდეში, ჩვენი გამოძევებით, მიიღებს კანონს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას, არათუ დემოკრატიას, საქართველოს დამოუკიდებლობას ასამარებს. 

 

დღეს ამ პოლიციურ გარემოში, სადაც წარმოუდგენელი რაოდენობის სპეცსამსახურების თანამშრომლები დგანან, ისინი იღებენ რუსულ კანონს, რომლითაც ჩვენ გვიკარგავენ ჩვენ მომავალს.

 

ჩვენ ვიცავდით პროცედურებს, მე გამოვედი პატიოსნად ვსაუბრობდი კანონი რომ იყო ცუდი, გამითიშეს მიკროფონი და მითხრეს გაგაძევებთო”, – განაცხადა კორძაიამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები