საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა “მოქალაქეებმა“ საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან იოსელიანის კანდიდატურა წარადგინა.
ლევან იოსელიანს 6 მარტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.
როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატურას უყრის კენჭს.
სახალხო დამცველს პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს.