spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი – ბოთლი გაქვთ და ეჭვია, რაღაცას აპირებთ

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მოწოდებას, რომ დეპუტატს შეენახა ბოთლი, რომელიც ხელში ეჭირა.

 

“ქალბატონო ანა წითლიძე, თქვენ გაქვთ რაღაც ბოთლი, ეჭვია, რომ რაღაცას აპირებთ. ძალიან გთხოვთ, ეგ ბოთლი ჩააბარეთ მანდატურს, გასვლისას დაგიბრუნებენ, არ არის პრობლემა. სამწუხაროდ, გვაქვს ცუდი გამოცდილება ამ დარბაზში და გთხოვთ, რომ ჩააბაროთ. ქალბატონო ანა, სამწუხაროდ, ნდობა იმის მიმართ, რომ რაღაც ექსტრავაგანტულს არ ჩაიდენთ, არ არის და გადაჯექით მაშინ იქით მხარეს“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა ანა წითლიძეს.

 

ამის შემდეგ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა წითლიძეს მოსთხოვეს, ბოთლი შეენახა, რაზეც მან უარი თქვა და სხვა მხარეს გადავიდა.

 

“მანდ ბრძანდებოდეთ მაშინ. მადლობა, ქალბატონო ანა. მანდატურს ვთხოვ, გამოვიდეს და ანა წითლიძე მანდ ბრძანდებოდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

“ხელში იოგურტი მიჭირავს და მთელი “ქართული ოცნება” მე მიყურებს. რა ჰგონიათ რა მაქვს მაგ იოგურტის ბოთლში არ ვიცი))პ/ს პაპუაშვილმა გამოაცხადა წითლიძეს იოგურტი უჭირავს და მანდატურს ჩააბაროსო”, – წერს წითლიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები