spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი – “ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც უზრუნველყოფს ევროპაში გაერთიანებას

“ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც უზრუნველყოფს ევროპაში გაერთიანებას, მაგრამ ამავდროულად მთელი კვირის განმავლობაში დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი მედია საშუალება არ ლაპარაკობდა კანონის შინაარსზე, კანონის მიზნებზე და მხოლოდ და მხოლოდ ცდილობდა დაებრენდა ეს კანონი, როგორც რუსული კანონი“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

 

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ მედია საშუალებების მხრიდან აქტუალურ საკითხთან მიმართებაში ვიღებთ ფეიკ  კანპანიებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ეს არის სამწუხარო რეალობა”.

 

“ბევრი წელია, „ნაციონალური მოძრაობის“ მედია საშულებების პირობებში გვიწევს დეზინფორმაციასთან ბრძოლა და დეზინფორმაციულ გარემოში ცხოვრება, ეს არის ობიექტური რეალობა. ყოველ ჯერზე, ნებისმიერ აქტუალურ საკითხთან მიმართებაში ჩვენ ვიღებთ ფეიკ  კანპანიებს, ვიღებთ სტიგმატიზირებას „ქართული ოცნების“, ჩვენ ვიღებთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ეს არის სამწუხარო რეალობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული საზოგადება ბრძენია, დარწმუნებული ვარ, ჩვენ შემდგომი პერიოდის განმავლობაში, როგორც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად განვუმარტოთ ჩვენს საზოგადოებას ამ კანონის მიზნები, შინაარსი და რა თქმა უნდა ის საბოლოო სახე, რომელსაც ის მიიღებს ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად იქნება აბსულუტურად გასაგები და მისაღები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები