დღეიდან აჭარაში კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, აჭარაში პირველი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება.
კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.
სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, ამ ეტაპზე მუშაობას გააგრძელებენ გატანის სერვისით იმ წესების დაცვით, რაც მანამდე მოქმედებდა.