spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“არ ვარ დარწმუნებული, რომ “ქართული ოცნება” მაინც გაბედავს ყველა ამ მანდატის ჩახსნას”

არ ვარ დარწმუნებული, რომ "ქართული ოცნება" მაინც გაბედავს ყველა ამ მანდატის ჩახსნას, – ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

"არ ვარ დარწმუნებული, რომ "ქართული ოცნება" მაინც გაბედავს ყველა ამ მანდატის ჩახსნას, იმიტომ რომ ცოტა უცნაური იქნება და ვერც აუხსნის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და ქვეყნის შიგნით საზოგადოებას, რომ თავისივე დაანაგარიშებით, 48%-ის მქონე ხელისუფლებამ 52%-ის მიმღებ ოპოზიციას როგორ უნდა ჩაუხსნას მანდატები", – განაცხადა ჩიხლაძემ.

საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება. თუმცა, მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართება, სადაც მმართველი გუნდი საკუთარ პოზიციაზე ჩამოყალიბდება – ჩატარდეს თავისუფალი კენჭისყრა და დეპუტატებმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღონ, თუ „ქართული ოცნება“ კენჭისყრაზე გუნდური პოზიციით წარდგება.
 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები