spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსეთის ეროვნული ნაკრები ცენტრალური აზიის ჩემპიონატზე ითამაშებს

რუსეთის ეროვნული ნაკრები და რუსული კლუბები, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა FIFA-მ და UEFA-მ საკუთარი ორგანიზებული ტურნირებიდან მოხსნეს.

 

ამჟამად, რუსული კლუბების და ეროვნული ნაკრების შეხვედრები მხოლოდ რუსეთში, შეიძლება ითქვას იზოლირებულად იმართება.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ეროვნული ნაკრები, უზბეკეთთან, ტაჯიკეთთან, ირანთან, თურქმენეთთან, ავღანეთთან და ყირგიზეთთან ერთად ცენტრალური აზიის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

 

ტურნირი ზაფხულში, 9-21 ივნისს გაიმართება.

 

რუსეთის ეროვნული გუნდი და რუსული კლუბები ომამდე UEFA-ს წევრები იყვნენ და შესაბამისად კონტინენტურ ტურნირებზე ევროპის მასშტაბით გამოდიოდნენ და არა აზიის. ეს შესაძლოა, რუსული სპორტის ყველაზე უსუსური პერიოდი იყოს.

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები