spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კიტეიშვილი ისევ ტრავმირებულია – სავარაუდოდ, სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების და გრაცის “შტურმის” ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია.

 

“შტურმის” მწვრთნელის კრისტიან ილცერის განცხადებით, კიტეიშვილი სანაკრებო პაუზის დროს დაუბრუნდება მინდორს.

 

ქართველმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით სათამაშოდ მზად არ არის.

 

ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია მოედნის ცენტრში, მისი არ ყოფნა ჩვენი გუნდისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.

 

კრისტიან ილცერის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, დიდი შანსია კიტეიშვილმა ნორვეგიასთან და მონღოლეთთან გასამართი სანაკრებო შეხვედრები გამოტოვოს.

 

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ქართველი ნახევარმცველი ხშირად ტრავმიანობს, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ის ნაკრებს ვერ ეხმარება. მასთან ერთად ჩვენი გუნდი ბევრად უკეთეს ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე მის გარეშე.

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები