ვრცელდება, რომ შსს იბარებს 7-8 მარტის აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს, როგორც ჩანს, დაანონსებული დევნა დაიწყეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ანა წითლიძე წერს.
“თავიდანვე ვამბობდით, რომ გათავისუფლება არ ნიშნავდა საქმეების შეწყვეტას. საქმეები აღძრულია ადმინისტრაციულით და სისხლით.
მნიშვნელოვანია, იცოდეთ:
ადვოკატის გარეშე არ მიხვიდეთ არანაირ დაკითხვაზე!
დახმარება თუ დაგჭირდებათ ადვოკატების დაგვიკავშირდით!
ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს დაგეხმაროთ!”, – წერს წითლიძე.