spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ფოთის საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში ქალაქის ისტორიის და ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის ამსახველი მასალები გამოიფინება

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ინიციატივით ფოთის საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში ფოთის კოლხური მუზეუმის მმართველთან ელენე გაბლიანთან შევხედრა გაიმართა.

 

ელენე გაბლიანმა მიტროპოლიტს მუზეუმის მიერ დღემდე განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.

 

საუბრისას აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს რამდენიმე საიუბილეო თარიღი სრულდება: 

 

– ნიკო ნიკოლაძის 180 წლისთავი;

 

– ფოთის საკათედრო ტაძრის ენკენიობის 10 წლისთავი.

 

– გიორგი ნიკოლაძის 135 წლისთავი;

 

ეპარქიის ინფორმაციით, მეუფე გრიგოლმა გამოთქვა სურვილი, რომ სამრევლო დარბაზის სივრცე დაიტვირთოს საექსპოზიციო-საგამოფენო ფუნქციით, სადაც გამოიფინება ქალაქის ისტორიის, მათ შორის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ისტორიისა და ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები.

 

შეხვედრაზე საუბარი ასევე ფოთის კოლხურ მუზეუმსა და ფოთისა და ხობის ეპარქიას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები