spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკოლოზ წიქარიძე – გელათში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაშია და ამაზე პასუხისმგებლობა პირადად თეა წულუკიანს ეკისრება

გელათში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაშია და ამაზე პასუხისმგებლობა პირადად თეა წულუკიანს ეკისრება, – ამის შესახებ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის წევრები აცხადებენ.

ისინი გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ და საგანგებო განცხადება გააკეთეს.

პროფკავშირის თავმჯდომარის განცხადებით, კულტურის სამინისტრომ ექსპერტების გაფრთხილება არად ჩააგდო და ტაძრისთვის დამაზიანებელი ნაბიჯები გადადგა.

“ჩვენი შეკრების მიზეზი არის გელათის ტაძარში შექმნილი კატასტროფული სიტუაცია. ჩვენ ვიცით, კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაშია და ამაზე პასუხისმგებლობა პირადად თეა წულუკიანს ეკისრება. ვინაიდან, მან განახორციელა ისეთი ქმედებები, რომელზეც უმაღლესმა დონის ექსპერტებმა გააფრთხილეს, რომ მათ ეს ნაბიჯები არ უნდა გადაედგათ, მათ მაინც გააკეთეს ეს. შესაბამისად ჩვენი ინფორმაციით, კედლის მხატვრობა გელათის მონასტერში არის კატასტროფულს სიტუაციაში” – განაცხადა ნიკოლოზ წიქარიძემ.

გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ტაძარში წვიმის წყალი ჩავიდა და უნიკალური ფრესკები დააზიანა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები