დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
ცხედარი პოლიციამ სტადიონთან ნახა.
გარდაცვლილს სავარაუდოდ, ძალადობის კვალი ეტყობა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მოზარდი პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა, რის შემდეგაც მას ოჯახი და პოლიცია ეძებდა.