spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სანდუ – მოლდოვა არასოდეს იქნება მკვლელების მხარეს

სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოლდოვა მთლიანად უკრაინის მხარეზეა და გმობს რუსეთის შემოჭრას, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა.

 

“მოლდაველები არასოდეს ყოფილან მკვლელების მხარეს და არც იქნება მკვლელების მხარეს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ ომის პირველივე დღიდან”, – განაცხადა სანდუმ.

 

მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს მოლდოვას შიდა საქმეებში ჩარევას.

 

“ჩვენ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ კიშინიოვში ისინი ცდილობენ დაამხონ მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა. მოლდაველებმა უნდა იცოდნენ, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და ვინ არიან ჩვენი მტრები”, – განაცხადა სანდუმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები