საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი 20 მარტს თანამდებობას დატოვებს.
არსებული ინფორმაციით, მას ამ პოსტზე “ქართული ოცნების” დეპუტატი, პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი შეცვლის.
რაც შეეხება მიხეილ ჩხენკელს, Front News – საქართველოს ინფორმაციით, ის ეუთო-ში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნება.
მედიაში ასევე საუბარია საკადრო გადაადგილებებზე ჯანდაცვის სამინისტროში. ერთ-ერთი ვერსიით, ზურაბ აზარაშვილს კულტურის ამჟამინდელი მინისტრი თეა წულუკიანი შეცვლის.