spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მინისტრის აპარატსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

 

მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფასო სამართლებრივი კონსულტაციის უზრუნველყოფა, მათ შორის, რუხის საკონსულტაციო ცენტრის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, ასევე, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და განათლების უფლების რეალიზაციის მიმართულებით ახალგაზრდებისა და სტუდენტების მხარდაჭერა.

 

იურიდიული დახმარებისა და უფასო სამართლებრივი კონსულტაციის  მიღების შესაძლებლობა  მნიშვნელოვანია, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები