პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა.
ვიქტორ ჯაფარიძის გაღიზიანება სიტყვა “აგენტმა” გამოიწვია.
ამ დროისთვის სხდომა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.