spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აჭარაში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

აჭარის რეგიონში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა.

 

ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა.

 

ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები.

 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით და ფოტომასალით, ძლიერმა ქარმა ბათუმში, სტადიონის ირგვლივ პარკინგის გამყოფი ჯებირები წააქცია.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა, დაღუპულია 40 წლამდე მამაკაცი.

 

ძლიერი ქარის გამო გამოწვეული პრობლემების შედეგად ბათუმში სამი ადამიანი დაშავდა.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უამინდობა საქართველოში 2 აპრილამდე გაგრძელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები