spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოდოლიაკი – ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსეთის ფედერაციის დასჯის პრეცედენტი საერთაშორისო სამართალში

უკრაინა კომპრომისზე არ წავა, რადგან აუცილებელია საერთაშორისო სამართალში რუსეთის ფედერაციის აგრესიისთვის დასჯის პრეცედენტის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

 

“უკრაინა აერთიანებს თავის განზრახვას 1991 წლის საზღვრებში დაბრუნების შესახებ“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

 

მისივე თქმით, უკრაინა კომპრომისზე არ წავა, რადგან ახსოვს ფასი, რომელიც გადაიხადა

 

“ჩვენ გვახსოვს ფასი, რომელიც გადავიხადეთ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსეთის ფედერაციაში ელიტის შეცვლის პროცესი და აგრესიის დასჯის პრეცედენტი საერთაშორისო სამართალში”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები