spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – 2020 წელს ნიკა გილაური განიხილებოდა საარჩევნო სიაში ჩართვის თვალსაზრისით

2020 წელს ნიკა გილაური განიხილებოდა საარჩევნო სიაში ჩართვის თვალსაზრისით, თუმცა ეს საკითხი მას შემდეგ მოიხსნა, რაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დასახელდა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

 

“ვფიქრობ, ყველა უნდა გამოვიდეთ “ნაციონალური მოძრაობის“ შიდა არჩევნების პროცესის ინერციიდან. ნიკა მელიას განცხადებაში ჩვენ მიმართ ბრალდებები ვერ ამოვიკითხე, თუ ვინმემ ამოიკითხა, არარელევანტურია. თაკო ჩარკვიანის ინფორმაცია მისი ინფორმაციაა. შეიძლება, მას ჰქონდეს გარკვეული მოტივაცია, ანალიტიკური კვლევა ჰქონდეს საფუძვლად ან სხვა ინფორმაცია. პოლიტიკური პროცესები როგორ განვითარდება, ვნახავთ. ნიკა მელია დატოვებს თუ არა პარტიას, ასეთი ვარაუდის საფუძველს ვერ ვხედავ. ხატია დეკანოიძის შემთხვევაშიც, პარტიის დატოვება კონკრეტულად რამ განაპირობა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა.

 

“ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი დაპირისპირება არ არის. პარტიის განვითარებაზე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები დაპირისპირებას არ ნიშნავს. არჩევნების შემდეგ არავის გაუმარჯვია, ეს არ იყო გამარჯვებულისა და დამარცხებულის არჩევნები. ეს იყო არჩევნები, სადაც პარტიის აქტივმა არჩევანი პარტიის განვითარებაზე გააკეთა.

 

რაც შეეხება ნიკა გილაურს, მის სახელს მნიშვნელოვანი წარმატებები უკავშირდება. ის წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესს. თავისი ფინანსური ინტერესები და წონა აქვს საქართველოს ეკონომიკაში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს, პოლიტიკურ პარტიას შექმნის თუ არა, მისი საქმეა. 2020 წელს ნიკა გილაური განიხილებოდა საარჩევნო სიაში ჩართვის თვალსაზრისით, თუმცა ეს საკითხი მას შემდეგ მოიხსნა, რაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დასახელდა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

“კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძეც გაერთიანდებიან.

 

ნიკა მელიას განცხადებით, “კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები