spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს ავიაბაზარზე British Airways შემოდის

2025 წლის 30 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ავიაკომპანია British Airways შემოდის.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით ჰითროუს აეროპორტიდან შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე ba.com უკვე შესაძლებელია.

“American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა British Airways-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

British Airways მსოფლიოს 190 მიმართულებით დაფრინავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები