spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევიდან 295 თბილისში გამოვლინდა, 126 – იმერეთში

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 688 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 295 შემთხვევა, აჭარა – 23, იმერეთი – 126, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 45, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 69, კახეთი – 50, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 573, საიდანაც: 2 384 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –    1 158, აჭარაში – 179, იმერეთში – 467. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 559 პირი, მათ შორის, თბილისში – 253, აჭარაში – 45, იმერეთში – 131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 153 პირი, მათგან თბილისში – 110, აჭარაში- 6, იმერეთში – 14. 292 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 – თბილისში, 81 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 897 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს  საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 487 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 200, ხოლო აჭარაში – 126.

სულ  6 ოქტომბრიდან – 2 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 375 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 348 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 9 419 პირი, აჭარაში – 734, იმერეთში – 1 538",-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები