ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნებს, საიდანაც ვიზიტორებს PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა, თურქეთი დაემატა.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, ეს დამაიმედებელი ინფორმაციაა ბიზნესისა და ტურიზმისთვის.
"ჩვენი ამოცანაა, ჟანგბადი ჩავასუნთქოთ ტურისტულ ინდუსტრიას და ნელ-ნელა ამოქოქვა დაიწყოს. ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც PCR ტესტით შემოდის მოქალაქე, ემატება თურქეთი, ჩვენი დიდი მეზობელი და აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს გამარტივებული წესებით – PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და მე-3 დღეს უკვე ქვეყანაში PCR ტესტის ჩატარებით. ეს კარგი, დამაიმდებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურიზმისთვის, იმიტომ, რომ წყარო იყო ტურისტების ჩვენი მეზობელი ქვეყანა და საკმაოდ ბევრი ბიზნესვიზიტორი გვსტუმრობს თურქეთიდან", – განაცხადა თურნავამ.
თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნა. საქართველოს მიმართულებით ფრენებს 11 თებერვლიდან Pegasus Airlines, 15 თებერვლიდან კი Turkish Airlines განაახლებს.