spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვიოლა ფონ კრამონი – საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ვხედავთ, თუ რას აკეთებს მთავრობა და ეს არის დიდი უფსკრული

საქართველოს მოსახლეობა, მოქალაქეები, ყველა თქვენგანი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ შემდეგ ვხედავთ, თუ რას აკეთებს მთავრობა და ეს არის დიდი უფსკრული, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომელმაც თბილისში ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. 

 

“ზოგიერთ სფეროში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პროგრესს, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ ფურცელზეა და ჩვენ უნდა ვნახოთ მათი შესრულება. ჯერ კიდევ დიდ კითხვის ნიშანს ვხედავთ დეოლიგარქიზაციასთან, დეპოლარიზაციასა და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ ეს გამოსწორდება. 

 

გასულ კვირას აქ იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, რომელმაც ნათლად თქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, საქართველოს ვერ ექნება ევროპული მომავალი. უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი, კრიტიკული, სუვერენული სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეეძლება აკონტროლოს და დააკვირდეს, რას აკეთებენ პოლიტიკოსები და რას აკეთებს მთავრობა. 

 

არც ერთ ჩვენგანს არასდროს გვქონია სურვილი, საქართველოს ომში ჩართვის. მთავარი, რასაც ჩვენ ველით არის ის, რომ საქართველო იყოს შესაბამისობაში ჩვენს საერთო და საგარეო პოლიტიკასთან, რაც ასევე მოიცავს სანქციების რეჟიმს. ამ დრომდე საქართველო საწინააღმდეგოს აკეთებს და პირიქით, სარგებელს იღებს ომიდან”, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები