spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ე.წ ყინწვისის საქმეზე სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

ე.წ ყინწვისის საქმეზე 2011 წელს გასამართლებული 12 ყოფილი პატიმრის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა განაჩენის გადასინჯვა 2018 წელს მოითხოვა.

2011 წლის მაისში, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლებმა 24-კაციანი დაჯგუფება დააკავეს, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობის ბრალდებით.

ოფიციალური ინფორმაციით, 24 ადამიანისგან შემდგარ დაჯგუფებას საქართველოს ყოფილი შს მინისტრი და ასევე ”მხედრიონის” ერთ-ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი ხელმძღვანელობდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები