spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – ეს შეიძლება აღმოჩნდეს ბოლო და დამამთავრებელი ეტაპი თქვენს პოლიტიკურ საქმიანობაში

“ქვეყანა, როგორც ყველას კარგად გვესმის, დგას უმთავრესი გამოწვევების, უმთავრესი პრობლემების წინაშე და ეს უპირველესად არსად რომ არ წასულა, არის არაფორმალური მმართველობა და აქედან გამომდინარე პარტიული დიქტატი“, – განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე.

 

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით,  დიქტატის გამოხატულებაა ლაზარე გრიგორიადისის შემთხვევა, ასევე  ნიკა გვარამიას შემთხვევა, “ასევე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის საკითხი, ან თუნდაც “ტვ ფორმულა“, სადაც თქვენ მისი მფლობელის მიმართ თავად გინდათ გამოიტანოთ გადაწყვეტილება”. 

 

“თქვენ ხართ ბრალმდებელი და განჩინების გამომტანიც. პარტია ითავსებს ქვეყანაში ყველა ფუნქციას. ხოდა რატომ შეიძლება გიკვირდეთ, რომ ვერაფერს პოზიტიურს ვერ თავაზობთ ამ გარემოში ჩვენს ქვეყანას. როდესაც სასამართლო უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, იმ იშვიათი მოსამართლეების გარდა, რომლებიც ახერხებენ და ჯერ კიდევ წინააღმდეგობას უწევენ თქვენს წნეხს, თქვენ ფაქტობრივად სრულად დაიპყარით სასამართლო სისტემა და ამით ერთი ათად აჯობეთ წინა ხელისუფლებას, რომლის დროსაც ეს იყო ყველაზე მთავარი პრობლემა, მაგრამ თქვენ ახლა ისე დახვეწეთ მეთოდები და ისე ახერხებთ, რომ იმ სისტემის შემოქმედსაც გაუკვირდება“, – განაცხადა ახვლედიანმა.

 

მისივე თქმით, ოკუპაცია, ხალხის სიდუხჭირე  თუ ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე არსებული პრობლემები,  საბოლოო ჯამში უკავშირდება სწორედ არაფორმალურ მმართველობას, პარტიულ დიქტატს. „ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ თქვენ გადაწყვიტეთ საქართველოში არჩევნები აღარ ჩატარდეს, ან ჩატარდეს თქვენებურად. სწორედ აქ არის უმთავრესი პრობლემა „ქართული ოცნების“ და სწორედ ამიტომაა, რომ შემდეგ ჯერზე, როცა თქვენ მიიღებთ მორიგ სახალხო პროტესტს, მკაცრ შეფასებებს დასავლეთიდან და ოპოზიციის სიმტკიცეს, ეს შეიძლება აღმოჩნდეს ბოლო და დამამთავრებელი ეტაპი თქვენს პოლიტიკურ საქმიანობაში“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები