spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბერლუსკონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ამ დროსთვის რეანიმაციაში იმყოფება.

 

მედიის ინფორმაციით, ის საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს.

 

მედიკოსების თქმით, ბერლუსკონის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

 

იტალიის ყოფილ პრემიერს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის მხრივ არაერთი პრობლემა შეექმნა.

 

ბერლუსკონის ბოლო სკანდალური განცხადება უკრაინის წინააღმდეგ ომს უკავშირდება, კერძოდ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რუსეთის უკრაინაში შეჭრაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაადანაშაულა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები