თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, სასტუმრო “ამბასადორში” ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ვერანდაზე გაჩნდა, სადაც ღია კაფე ფუნქციონირებდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სასტუმროში ყველა მყოფი პირი ევაკუირებულია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო ბრიგადები.