არ მგონია, რომ სანქციები მემუქრებოდეს, – ამის შესახებ სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
“უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის ქვეყანაა. ვისაც ნანახი არ აქვს იმას გული დაწყდება”, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ის საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის პოზიციას ეთანხმება.
“ჩემმა კოლეგა მინისტრმა, ბატონმა დარჩიაშვილმა გამოაქვეყნა თავისი პოზიცია განცხადების სახით და აბსოლუტურად ვეთანხმები მის შეფასებას”, – განაცხადა ლილუაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.